Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საუკუნის თეატრი

9 თებერვალს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ბიბლიოთეკარი“ სტუდენტებისა და „ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი“-ს ორგანიზებით უნივერსიტეტის თეატრისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

 

 „საუკუნის თეატრი“ პროფესიული მოდულის „კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები“ ფარგლებში დაიგეგმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვან ისტორიას ეძღვნება.

 

ღონისძიებას დაესწრებიან თსუ პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენლები, სტუდენტები, თსუ თეატრალური დასის „სხვენი“ მსახიობები, მოწვეული სტუმრები.

 

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

თარიღი: 02/02/2026